თეგებით ძიება

ბავშვიც ხვდება, რომ შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, როდესაც პარტიას კეზერაშვილ-მერაბიშვილი მართავს - ნიკა მელია

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არსებობს. საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით,  ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" სახელი გადაერქვა და მის ნაცვლად "პროგრესული პლატფორმა" დაფუძნდა.

ფრაქციას სახელი "ნაციონალური მოძრობიდან" რამდენიმე თვის წინ წასულმა დეპუტატებმა შეუცვალეს. ოპოზიციონერი დეპუტატები მელია-გვარამიას პარტიას "ახალი" უერთდებიან და საქმიანობას მათთან გააგრძელებენ.

„ახალის" ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ ენმ-ს უკვე ყოფილი წევრებისთვის მიუღებელია, რომ პარტიას მერაბიშვილი-კეზერაშვილი მართავდეს.

„ქუთაისის არა მხოლოდ დეპუტატთა უმრავლესობამ გამთქვა სურვილი შემოუერთდეს პარტია "ახალს, არამედ ქუთაისის პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ბირთვის, 70% როდესაც ტოვებს პარტიას, მე ვფიქრობ აქ ყველაფერი ცხადზე უცხადესია. არავინ ასე კოლექტიურად არ ტოვებს პარტიას არც ორი ნიკას ხათრით, არც არავის ხათრით, რწმენის და შეხედულებებისამებრ იღებენ ეს ადამიანები გადაწყვეტილებას, პატრიოტი ადამიანები, რომელთათვის მიუღებელია პარტია იმართებოდეს კულუარულად. მათ უნდათ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ცვლილება, მაგრამ ისინი ქუთაისელები არიან, იქ დაიბადნენ და იქ გაიზარდნენ და იციან, რომ ერთი, ელექტორალურადაც შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლო ვანო მერაბიშვილითა და კეზერაშვილით და მათ პარტიაში ყოფნა, ძალიან ბევრ ადამიანს, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ აღარ უნდოდა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ბავშვიც ხვდება, რომ შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება, როდესაც პარტიას მართავს კეზერაშვილ-მერაბიშვილი", - ამბობს ნიკა მელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა