ბაკურიანში ზვავში მოყოლილ დიმიტრი გოგოლაძეს კვლავ ეძებენ
ბაკურიანში ზვავში მოყოლილ დიმიტრი გოგოლაძეს კვლავ ეძებენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა. ძიების პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართულია ვერტმფრენიც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 მარტს, ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ჯგუფში, რომელიც ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ ფერდობზე ბურანებით გადაადგილდებოდნენ, სულ 5 პირი იყო. სტიქიას 4 მათგანი გადაურჩა. ერთს კაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.