თეგებით ძიება

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ზურაბ ადეიშვილი ჩამოაჭრა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა ჰააგაში გამართული შეხვედრების შესახებ პოსტებზე ფოტოები დააკორექტირა - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდი ავრცელებს. 

თავდაპირველად გამოქვეყნებული პოსტების ფოტოებში ზურაბ ადეიშვილი ჩანდა. მოგვიანებით, პოსტები წაიშალა, ფოტოებზე კი, ახალგამოქვეყნებულ პოსტებზე ზურაბ ადეიშვილი ჩამოჭრილია.

უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში იმყოფება, სადაც შეხვედრებში მონაწილეობს. პოსტები კი ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრთან გამართულ შეხვედრას ეხება.

უკრაინის დელეგაციას გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი ხელმძღვანელობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა