თეგებით ძიება

სამარხვო ბრაუნი - გემრიელი დესერტი მთელი ოჯახისთვის

ფქვილი - 200 გრ. 

შაქარი - 280 გრ.

წყალი - 200 გრ. 

ზეთი - 200 გრ. 

კაკაო- 60 გრ. 

მარილი - მწიკვი. 

გამაფხვიერებელი - 5 გრ. 

ვანილი - მწიკვი. 

როგორ მოვამზადოთ: 

1. გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. 

2. ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, შაქარი, კაკაო, გამაფხვიერებელი და მარილი. დაამატეთ წყალი, მცენარეული ზეთი, ვანილი და კარგად აურიეთ.

3. ცომი მოათავსეთ 25x35 სმ-ის ზომის საცხობ ფორმაში და 25-30 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

4. გამომცხვარი ბრაუნი გააცივეთ, წყალზე მომზადებული შოკოლადის მინანქარი გადაავლეთ და დაჭერით. გემრიელად მიირთვით.

შენიშვნა: ასე მომზადებული ბრაუნი წებოვანი და ღეჭვადია, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ თუ უფრო მშრალი გსურთ,  ცოტა უფრო დიდხანს უნდა აცხოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა