თეგებით ძიება

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ მახარაძესა და მის თანაგუნდელს გირაო შეუფარდა

ძალადობრივი პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერს ზურაბ მახარაძეს და მის თანაგუნდელს გიორგი გოგიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 5-5 ათასლარიანი ოდენობით გირაო შეეფარდათ.

როგორც ზურაბ მახარაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, იგი შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს და საქმეს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს.

ზუგდიდში მომხდარ ჯგუფურ ძალადობაზე განცხადება 3 აპრილს პროკურატურამ გაავრცელა. საგამოძიებო უწყებამ დაწერა, რომ შემთხვევა 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, რა დროსაც "ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა