თეგებით ძიება

ტემპერატურა +33ºC-მდე მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

16 აპრილიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. ინფორმაციას 16-18 აპრილს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, სინოპტიკოსთა პროგნოზზე დაყრდნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე აიწევს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი დღისით +31, +33 გრადუსამდე გათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი დღისით +25, +27 გრადუსამდე გათბება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი დღისით +27, +29 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა