თეგებით ძიება

აქციაზე დაკავებული კაცი იპოვეს - როგორია მისი მდგომარეობა და რას ამბობს ოჯახი?

გელა ნადირაძე, რომელსაც 30 აპრილის შემდეგ ეძებენ, ოჯახის წევრების ცნობით უკვე იპოვეს.

მისი ბიძაშვილი, სალომე ნადირაძე ამბობს, რომ რამდენიმე საათის წინ ოჯახს წმინდა მიქაელის ჰოსპიტლიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ გელა ნადირაძე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა იქიდან პოლიციამ წაიყვანა. სალომე ნადირაძის ინფორმაციით, კაცი კლინიკაში 1-ელ მაისს, ნეკნების დაზიანებით შეიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ეტაპზე, გელა ნადირაძის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას არ გვაწვდის.

მედიაში გავრცელებულ კადრებში, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, ჩანს როგორ შეიყვანეს ნადირაძე ძალის გამოყენებით სპეცრაზმელების ჯგუფში, შემდეგ კი რამდენიმე სპეცრაზმელი მას ფიზიკურად უსწორდება.

წყარო:„ ნეტგაზეთი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა