თეგებით ძიება

იმდენ ხანს, იმდენი და იმდენ ადგილას ვიყოთ ქუჩაში, რომ რეჟიმს ხიშტები დავუქანცოთ და გამოვაცალოთ - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ ეერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

რეჟიმი დგას მხოლოდ ხიშტებზე - სპეცრაზმზე, სამართალდამცავებზე. 

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, და იმდენ ხანს, იმდენი და იმდენ ადგილას ვიყოთ ქუჩაში, რომ რეჟიმს ხიშტები დავუქანცოთ და გამოვაცალოთ. 

ღუდუშაურის და კალაძის გასხმები იდეალურია - რეჟიმის რღვევის ნიშანია. 

ეს გვევალება ახლა ყველას, ვისაც სამშობლო გვიყვარს.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ევალებათ ამ პროცესს, სულ მცირე, ხელი არ შეუშალონ, და მზად ჰქონდეთ ხედვა, რას აკეთებენ რეჟიმის დამარცხების შემდეგ (ეს სჭირდება ხალხსაც და დასავლეთსაც) - ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ჩვენ მზად გვაქვს და თუ გინდათ, დაეთანხმეთ - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა