თეგებით ძიება

დღეს ჩვენ ვზეიმობთ კაცობრიობის ისტორიასა და საერთოდ სამყაროში უდიდეს მოვლენას - მეუფე შიო

დიდი ხუთშაბათთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საღმრთო ლიტურგია აღავლინა.

მიტროპოლიტმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და უფლის მიერ წმინდა ზიარების საიდუმლოს დაწესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ კაცობრიობის ისტორიაში და საერთოდ სამყაროში უდიდეს მოვლენას. ეს რის ჩვენი სარწმუნოების საიდუმლოთა საიდუმლოების, წმინდა ზიარების დადგინება, რომელიც ლიტურგიის დროს აღესრულება. ღვთისმსახურების დროს ჩვენ ღმერთს ვმადლობთ და სამადლობელ ლოცვებს წარმოვთქვამთ.

როდესაც წმინდა ეკლესია ლიტურგიას აღავლენს, სულიწმიდის მადლით მაშინ იგი უერთდება იმ საიდუმლო სერობას, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა მოწაფეებთან ერთად, როდესაც აკურთხა პური და ღვინო და ისინი თავის ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად გარდაქმნა“, - აღნიშნა მეუფემ.

დღეს დიდი ხუთშაბათია, ვნების კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე. სახარების მიხედვით, სწორედ დიდ ხუთშაბათს დააწესა მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა