თეგებით ძიება

მხარს ვუჭერ და გთავაზობთ ერთიანი სიის იდეას - მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას

ახლა ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები და წყენა, გთავაზობთ საერთი სიის გზით სიარულს - განცხადება ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მისივე სასამართლო პროცესზე ვივა მედიდან  ჩართვის დროს გააკეთა.

"ჩვენი ამოცანა ახლა პოლიტიკოსების არის გაერთიანება, მხარს ვუჭერთ და 2020 წელსაც მხარს ვუჭერდი ერთიანი სიის შექმნას და მხარს ვუჭერთ ახლაც ერთიანი სიის იდეას, რომელიც შექმნის ტექნოკრატიულ მთავრობას, წინასწარ გამოცხადებას ამ ტექნოკრატიული მთავრობის, რომელიც იქნება მიმართული ევროპაზე, გარდამავალი პერიოდის აღებას არჩევნების შემდეგ. ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვუშოროთ და რუსეთის აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ...ამიტომ ჩვენ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს, ნეიტრალურ პლატფორმაზე არც ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ქოლგის ქვეშ" განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ენმ სხვა პარტიებთან ყველა შემთხვევაში ითანამშრომლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა