თეგებით ძიება

გავიგე, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯარისკაცებმა სალამი არ მისცესო. ეგრეა, უღირსი ადამიანი ოდითგან სალამს არ იმსახურებდა - გიორგი გამსახურდია

სოც.მედიის საშუალებით გავიგე, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯარისკაცებმა სალამი არ მისცესო. ეგრეა, უღირსი ადამიანი ოდითგან სალამს არ იმსახურებდა. მითუმეტეს, ჩვენი ღირსეული ჯარისკაცების მხრიდან, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია Facebook-ზე წერს.

„უღირსობასთან ერთად, დაუნახავიც გახლავთ ქალბატონი სალომე. თუ ვის, მე კარგად მახსოვს ის გაწეული შრომა, რაც მაშინ მმართველმა პარტიამ გასწია. ერთ პატარა დეტალს გავიხსენებ; პირადად მე, იმ დროს მაღალი სიცხეები მქონდა და ფეხით დავდიოდი მთელ სამეგრელოში, რომ მისი არჩევის შინაარსი ხალხზე ამეხსნა. აბსოლუტურად ყველას მხრიდან მისდამი აგრესია იყო, გახსოვთ, მისი 90-იან წლებში პოზიციიდან გამომდინარე სადაც პუტჩისტებს ხოტბას ასხამდა. ერთ დღეს კიდევ, სასტუმროში მოსულს, ერთი ჩემი ძველი, ზვიადის მომხრე „ნაცი“ მეგობარი შემხვდა და მითხრა: ეჰ გამსა, ჯერ კიდევ არ იცით, რა შარში ყოფთ თავსო. რას ვიფიქრებდი, იმ ადამიანს თუ დავეთანხმებოდი, მაგრამ სწავლა სიბერემდეო“, - წერს გამსახურდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა