ივანიშვილის გზავნილებში ნათელი იყო, რომ საქართველოში რევოლუციებითა და წყალქვეშა დინებებით პოლიტიკის მართვა აღარ იქნება - ირაკლი ქადაგიშვილი
ბიძინა ივანიშვილის გზავნილებში ნათელი იყო ისიც, რომ საქართველოში რევოლუციებითა და წყალქვეშა დინებებით პოლიტიკის მართვა აღარ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, პოლიტიკა უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, არჩევნები და ხალხის ნება კი საქართველოს განვითარების გზას უნდა წყვეტდეს.
„ბიძინა ივანიშვილის გზავნილებში ორი ძირითადი მიმართულება იყო. საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა არის ის აუცილებელი საფუძველი, რომელზეც შენდება საქართველოს სახელმწიფო, ქართული საზოგადოება და ეს არის ყველაზე მყარი პირობა და გარანტია იმის, რომ საქართველო იქნება ცივილიზებული სამყაროს და ევროკავშირის ღირსეული წევრი 2030 წლისთვის. მის გზავნილებში ნათელი იყო ისიც, რომ საქართველოში რევოლუციებითა და წყალქვეშა დინებებით პოლიტიკის მართვა აღარ იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.