თეგებით ძიება

ბადრი ჯაფარიძე - კობახიძე ყველამ ვიცით რას წარმოადგენს, მისთვის კონსტიტუცია არის ბიძინა

კობახიძე ყველამ ვიცით რას წარმოადგენს. მისთვის კონსტიტუცია არის ბიძინა და არა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია. რასაც ავალებს იმას ამბობს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას ზურაბიშვილს არ მიესალმა.

ამასთან, ჯაფარიძის განცხადებით, ის სრულად იზიარებს პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმად: „დღეს ვიღაცებს სურთ, ჩვენი 30-წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობ და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში იწვევს, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა”.

„სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას. შავბნელი ძალები „ქართული ოცნების” სახით ძალიან გააქტიურდნენ ამიტომ, ჩვენ ახლა ჩვენი ქვეყნის დაცვა გვმართებს”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით პრეზიდენტთან შეხვედრისას მთავარი სასაუბრო თემა პროევროპული ძალების გაერთიანება იქნება.

„დღევანდელი მოვლენების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროევროპული ძალების გაერთიანება და კოორდინაცია, იმიტომ, რომ საფრთხე ახლა რეალური გახდა, მითუმეტეს ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, რომ რუსეთი აპირებს ჩვენი ქვეყნის ხელახალ ოკუპაციას. ახლა ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა, ვისაც გვესმის რაოდენ კრიტიკული და ისტორიულია ეს მომენტი, ერთმანეთში კოორდინაცია განვახორციელოთ. პრეზიდენტს საინტერესო პოზიციები აქვს და ამაზე ვისაუბრებთ”,- განაცხადა ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა