თეგებით ძიება

ვერ გათავისუფლდით მიშას ბატონობისგან და მოდით, ახლა მართლა გათავისუფლდით და გახსენით პოლიტიკური დისკუსია - იაგო ხვიჩია ოპოზიციას

ოპოზიციას მივმართავ. თქვენ თუ გესმით ის რისკები, რომელიც გუშინდელი დღის მერე საქართველოს ემუქრება, როგორ შეიძლება, თქვენ აგრძელებდეთ ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. როგორ შეიძლება, ოპოზიცია ახლა არ ხსნიდეს პოლიტიკურ დისკუსიას თავის შიგნით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში სიტყვთ გამოსვლისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ადამიანებს უნდა აჩვენოს ოპოზიციამ, რომ არ ემზადება ერთპიროვნული მმართველობისთვის.

„ხომ ძალიან გასაგებია, რომ სინამდვილეში რას გიპირისპირებს ხელისუფლება. გიპირისპირებს ლგბტ პროპაგანდას, მასონებს, გლობალური ომის პარტიას და რასაკვირველია – მიშას. მთავარ დამხმარეს, როცა გაუჭირდება. ისევ მიშას იმედი აქვს ხომ ხელისუფლებას.

რატომ არ ვსაუბრობთ ოპოზიციაში იმაზე, როგორ დავაზღვიოთ შემდეგში ერთპიროვნული ხელისუფლების და მმართველობის საფრთხე. შეიძლება, ქართველმა ხალხმა თქვას, რომ მიშას ერთპიროვნული ხელისუფლება მირჩევნია პუტინის ერთპიროვნულ ხელისუფლებას, მაგრამ ასე თუ ხელისუფლება აყენებს საკითხს, მიშა თუ პუტინი, ჩვენ რატომ უნდა დავაყენოთ ზუსტად ასევე – მიშა თუ პუტინი. მოდით, ჩვენ გავანეიტრალოთ მიშას საფრთხე. ჩვენ ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ ჩვენ არ ვემზადებით ერთპიროვნული მმართველობისთვის და გავანეიტრალებ იმისთვის, რომ მე მინდა, ჯერ თქვენ გათავისუფლდეთ მიშას ბატონობისგან. „ქართული ოცნება“ ხომ ვერ გათავისუფლდება ბიძინას ბატონობისგან, რადგან ისინი მთავრობაში არიან. როცა მთავრობაში იყავით, თქვენ ხომ მიშას ბატონობისგან ვერ გათავისუფლდით. მოდით, ახლა მართლა გათავისუფლდით მიშას ბატონობისგან და მართლა გახსენით პოლიტიკური დისკუსია.

მე კატეგორიულად ვითხოვ, ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ფორმულას“ გახსნას დისკუსიებისთვის. და თუ ეს არ მოხდება, თუ ოპოზიცია ისევ მიშას რისკს დატოვებს ძალაში ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, თქვენ იქნებით მთავარი პუტინისტები, მთავარი არაქართველები, თქვენ იქნებით ყველაფერი ის, რომელიც ამ ხელისუფლების შეცდომას არ იყენებს და ასევე ცდილობს, ერთპიროვნული ხელისუფლებით მოსვლას ოპოზიციის მხრიდან. ხელისუფლების ეს შეცდომა, ეს ანტიამერიკული, ანტიდასავლური, ანტიქართული ნაბიჯი გამოყენებული უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ ერთპიროვნული მმართველობის დასამთავრებლად, არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა