თეგებით ძიება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილს 09:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, ბულაჩაური, მთა ვარცლა, კაიშაურები, ბაგა, მლაშე და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ბატონიშვილის, ზუტნერის, ჩალიპირებსა და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სიონი, გარბანი, გორისციხე, ხურთისი და მიმდებარე სოფლებში; 12:20-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეგერაანები, ხაწირი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა