თეგებით ძიება
27. 04. 2024 მსოფლიო

მედია - ბელგიის სასამართლო 17 მაისს გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა გამოძიება კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებულ საქმეზე, რომლის მთავარი ფიგურაც ურსულა ფონ დერ ლაიენია

ბელგიის სასამართლო 17 მაისს გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა გამოძიება ვაქცინებთან დაკავშირებულ საქმეზე, რომლის მთავარი ფიგურაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია.

საუბარია ე.წ. Pfizergate-ის საქმეზე, რომლის შესახებ ინფორმაციაც 2021 წლის აპრილში New York Times-მა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიის დროს კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ალბერტ ბურლასთან ვაქცინის 1,8 მილიარდი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით მობილური ტელეფონით მიმოწერა ჰქონდა და აღნიშნული შეტყობინებები ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. 2023 წლის აპრილში ბელგიაში ლაიენის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და ის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სახელმწიფო დოკუმენტების განადგურებაში და უკანონო გამდიდრებასა და კორუფციაში დაადანაშაულეს. ახლა ბელგიის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, კანონიერია თუ არა საქმის წარმოებაში მიღების შესახებ ევროკავშირის პროკურატურის მოთხოვნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა