თეგებით ძიება
14. 05. 2024 მსოფლიო

24 წელი ცოლის სასტიკი მკვლელობისთვის – სასამართლო პროცესი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი დასრულდა.

44 წლის კაცი მეუღლის, 31 წლის სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში იყო ბრალდებული.

რამდენიმე წუთის წინ, ყოფილ ჩინოვნიკს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მეორე ბრალდებულს, რესტორნის დირექტორს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობაში იყო ბრალდებული 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა