ჯიმ ო 'ბრაიენი საქართველოშია - ის კანცელარიაში კობახიძეს ხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოშია. ის ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ხვდება.
კობახიძე მას შენობის შესასვლელთან არ შეხვედრია. პარალელურად, პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად აქცია იმართება. კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსებიცაა განლაგებული. ამ ტერიტორიამდე მისასვლელი ყველა გზა ფაქტობრივად გადაკეტილია.