თეგებით ძიება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევას გულისხმობდა, გააუქმა

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობ­და იმას, რომ 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ამომ­რჩევ­ლის ხმის ფა­რუ­ლო­ბა დარ­ღვე­უ­ლი იყო.

კერ­ძოდ, სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მე­სა­მე სექ­ტო­რის სარ­ჩე­ლე­ბი, ხოლო, თეთ­რი­წყა­როს სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე ხმის ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ვლა­დი­მერ ხუ­ჭუ­ამ მი­ი­ღო.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ხმის ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ი­სა” და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია “ჩემი ხმის” სარ­ჩე­ლე­ბი.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ი­სა და „ჩემი ხმის“ სარ­ჩე­ლებს თით­ქმის 24 სა­ა­თი გა­ნი­ხი­ლავ­და.

ცნო­ბის­თვის, არ­ჩევ­ნებ­ზე ამომ­რჩევ­ლის ხმის ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოა და შე­სა­ბა­მი­სად, ის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში არ გა­სა­ჩივ­რდე­ბა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა