თეგებით ძიება

ვინმე თუ დაგვიმტკიცებს, რომ ეს კარგი არ არის, კი ბატონო, ვიმსჯელოთ - ირაკლი კობახიძე „გამჭვირვალობის კანონზე“

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის ძალიან რბილი, არავითარი შეზღუდვა არ არის დადგენილი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, კანონთან დაკავშირებით საჭიროა კონკრეტული არგუმენტები.

„კანონით ერთადერთი, რაც არის დადგენილი, არის ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროში. ამასთან დაკავშირებით თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ამ დეკლარაციის ჩაბარება არ არის კარგი, კი ბატონო, ვიმსჯელოთ, მაგრამ, პირველ რიგში, გვჭირდება არგუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა