თეგებით ძიება

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა არადეკლარირებულ ფულზეა საუბარი?! - ლომჯარია არჩევნების გაყალბების სქემაზე საუბრობს

ყოფილი სახალხო დამცველი და პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია არჩვენებზე არადეკლარირებული ფულის ბრუნვაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ოცნების" სასარგებლოდ, საშუალო ზომის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის კონტროლზე და პერსონალური ინფორმაციის უკანონო დამუშავებაზე პასუხისმგებელი 30-მდე პირი მუშაობდა.

ლომჯარიას თქმით, გაყალბების სქემაში უამრავი ადამიანი იყო ჩართული და ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნების" სასარგებლოდ საშუალო ზომის საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის კონტროლზე და პერსონალური ინფორმაციის უკანონო დამუშავებაზე პასუხისმგებელი 30-მდე პირი მუშაობდა, + თითო უბანზე მიმაგრებული იყო 1 "კაპიტანი" და 2-3 ქოლ-ცენტრის თანამშრომელი (სულ იყო 3111 უბანი), უბნის შიგნით მათ სასარგებლოდ მუშაობდნენ გონგო სადამკვირვებლო ორგანიზაციის თანამშრომლები - 4-5 კაცი, ხოლო გარე პერიმეტრზე საშუალოდ 10 -15 პირი იყო მობილიზებული. ამას დაამატეთ სხვისი პირადობის მონაცემებით  ხმის მიცემის სქემაში ჩართული უამრავი ადამიანი. მტკიცებულებებით დასტურდება, ასევე, სხვისი პირადობის მოწმობების ყიდვის ფაქტები. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამხელა არადეკლარირებული ფულის ბრუნვაზეა საუბარი?!" , - წერს ლომჯარია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა