თეგებით ძიება

ნინო წილოსანი: ერთ-ერთი საჯარო პირი ითხოვს ჩემი სახლის მისამართს, რომ მომივარდეს და ჩემი შვილი ჰყავდეს ტერორში

ნინო წილოსანი: ერთ-ერთი საჯარო პირი ითხოვს ჩემი სახლის მისამართს, რომ მომივარდეს და ჩემი შვილი ჰყავდეს ტერორში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანი მისი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ოჯახის წევრები, მათ შორის შვილები მუდმივი ტერორის ქვეშ იმყოფებიან.

წილოსანი ამ ფაქტს ფაშიზმის გამოვლინებას უწოდებს. „ერთ-ერთი საჯარო პირი ითხოვს ჩემი სახლის მისამართს, რომ მომივარდეს და ჩემი შვილი ჰყავდეს ტერორში. მარტო ჩემ შვილზე არ არის საუბარი. ჩვენი [ხელისუფლების წარმომადგენლების] შვილები მუდმივ ტერორში ჰყავთ, წარმოუდგენელ ფაშიზმს ახორციელებენ, აბულინგებენ, სკოლებში მიმდინარეობს ეს ყველაფერი.

პოლიციელებსა და მათი ოჯახის წევრებს აბულინგებენ. ამის საპირწონედ მოტანილია ის, თითქოს მათ [გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე ცნობად სახეებს] ვინმე ურეკავთ. საერთოდ არ მაქვს სურვილი, ვინმეს დავურეკო. ცხოვრებაში არ დამირეკავს ვინმესთვის და დამიშინებია.

ვერცერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ დადებენ, რომ ჩვენ, რომელიმემ წავახალისეთ, ან ვიყავით აგრესიის წინაპირობა“, - აღნიშნა წილოსანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა