ჯილი და მე ვლოცულობთ რობერტ ფიცოს სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე განხორციელებული თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც ბაიდენი აღნიშნავს, აშშ-ის საელჩო მჭიდრო კავშირშია სლოვაკეთის მთავრობასთან და მზად არის დახმარებისთვის.
„ჯილი და მე ვლოცულობთ სწრაფად რობერტ ფიცოს გამოჯანმრთელებისთვის. ჩვენი ფიქრები მასთან და სლოვაკელ ხალხთანაა. ვგმობთ ძალადობის ამ საშინელ აქტს. ჩვენი საელჩო მჭიდრო კავშირშია სლოვაკეთის მთავრობასთან და მზად არის დახმარებისთვის“, – აცხადებს ბაიდენი.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. სლოვაკური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.