სლოვაკური მედიის ინფორმაციით, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
სლოვაკური მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც მედია წერს, რობერტ ფიცოს მუცლის ღრუში სისხლდენა აღენიშნება და ექიმები სისხლდენის წყაროს ვერ პოულობენ. მედიის ცნობით, ერთმა ტყვიამ ნაწლავში გაიარა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა.
რობერტ ფიცოზე თავდასხმის საპასუხოდ, სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭო აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს პარლამენტში და ასევე იღებს ზომებს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრების უსაფრთხოებისთვის.
სლოვაკური მედიის ცნობით, ქვეყნის მმართველი პარტიის წევრები რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაზე პასუხისმგებლობას მედიას აკისრებენ და ცვლილებების პირობას დებენ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა.