თეგებით ძიება

ფიქტიური საწარმოს ანგარიშებზე მოტყუებით ჩარიცხული 2 მილიონი - პროკურატურა ტრანსნაციონალური დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდების შემთხვევაში მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების თაობაზე ინტერნეტსივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს. ბრალდებულებმა დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია დაამყარეს და ნდობაში შესვლის შემდეგ, დაზარალებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში, მსჯავრდებულის მიერ დაფუძნებული ფიქტიური საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.

შემდგომში, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, დაზარალებულებს ​​მათ მიერ კონტროლირებად უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს, რა გზითაც დაახლოებით 1 760 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს", - აცხადებენ პროკურატურაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს, სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირს 10 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება და დაეკისრა ჯარიმა 150 000 ლარის ოდენობით.

განაჩენით, ფიქტიური იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე დაყადაღებული 250 000 აშშ დოლარი დაუბრუნდა დაზარალებულს, ხოლო დარჩენილი თანხა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა