თეგებით ძიება

პარლამენტის შესასვლელებთან და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები რაოდენობა გაზარდეს

პარლამენტის შესასვლელებთან და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების რაოდენობა გაზარდეს.

სამართალდამცავები დააყენეს ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ასევე, პარლამენტის უკანა და ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან შესასვლელებთან.

მოქალაქეები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს დილიდან აპროტესტებენ, ამ წუთებში დგანან, როგორც პარლამენტის უკან, ასევე წინაც.

ისმის შეძახილები “მონებო”, “რუსებო”.

შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები იმყოფებიან ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ეზოშიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა