თეგებით ძიება

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს კვლავ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს კვლავ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა.

პარლამენტის ბიურომ ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების - “საქართველოსთვის“ და “თავისუფლების“, ასევე უფრაქციო დეპუტატების: არმაზ ახვლედიანის, თამარ ჩარკვიანის, თამარ კორძაიას მიმართვები ცნობად მიიღო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიციამ ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში მომზადებული კანონპროექტების განხილვას გამოუცხადეს ბოიკოტი

“დღეს, მესამე მოსმენით, ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განვიხილავთ. ბოიკოტი არ არის უხასიათობის გამო ბოიკოტი, დარბაზში ვიღაც არ მომწონს და ამის გამო ბოიკოტი, მეზარება და ბოიკოტი. ბოიკოტი იმას ნიშნავს, როცა პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხს უცხადებ ბოიკოტს.

გამოდის, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ მისი ყველა შემადგენელი ნაწილით ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე მუშაობას უცხადებს ბოიკოტს. ესეც კარგი მაჩვენებელია თუ სად არიან და რომელ მხარეს არიან", - განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა