მადლობა ბუდუს და მის ოჯახს, რომ სიმართლე თქვეს - დიმიტრი ობოლაძე
იქ, ახლომახლო, ბუდუ ზივზივაძე არც მინახავს. მაგ თემაზე საერთოდ არ მისაუბრია, - ამის შესახებ სპორტულმა ჟურნალისტმა დიმიტრი ობოლაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების წევრ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა.
„მოვეფერე, ჩავეხუტე, ხელი მოვაწერინე 26 მარტის ჩემს ამობეჭდილ ბილეთზე და დამთავრდა. ეგ იყო და ეგ.
მადლობა ბუდუს და მის ოჯახს, რომ თქვეს სიმართლე და მგონი, დამთავრდა ეს თემა, მაგრამ მაინც კიდევ რაღაცებს იგონებენ“, - აღნიშნა დიმიტრი ობოლაძემ.