ყველა მაჩვენებელი გვეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის კლებადი - საბა ბუაძე
საზოგადოებრივი განწყობა გვეუბნება თითოეულ ჩვენგანს, რომ ეს არ არის მომდევნო რიგითი არჩევნები, ეს არის სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნები, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
„კვლევების მიღმა არსებობს საზოგადოებრივი განწყობა, რომელიც გვეუბნება თითოეულ ჩვენგანს, რომ ეს არ არის მომდევნო რიგითი არჩევნები, ეს არის სარეფერენდუმო მნიშვნელობის არჩევნები, იმიტომ რომ ცხოვრება 26 ოქტომბრის შემდეგ იქნება გაცილებით უფრო მძიმე, ვიდრე არის დღეს, თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში. ეს რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელი არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი გვეუბნება, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის კლებადი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის რომ არსებული არითმეტიკული რეალობა 26 ოქტომბერს გაფორმდეს საბოლოოდ საარჩევნო შედეგში. ამას სჭირდება საზოგადოების გაერთიანება, ამას სჭირდება ფოკუსის გასწორება, ამას სჭირდება საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა და იმის გააზრება, რომ ამ საზოგადოებას ბევრი პრობლემა აწუხებს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.