ყველაზე მეტი მოგერიებით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე კვლავ ლიდერია
ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი მეკარეების სტატისტიკას აქვეყნებს. ცნობილი ხდება, რომ ყველაზე მეტი მოგერიება ისევ საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს აქვს და მასზე უკეთესი შედეგი ჯერ არავის დაუფიქსირებია.
მამარდაშვილმა საკუთარი ნაკრები 30-ჯერ გადაარჩინა.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.