რაც შეეხება დასანქცირებას, ამის შესახებ ინფორმაცია არც ჩემი და არც სხვა პირის შესახებ არ მოსულა - ვაჟა სირაძე
რაც შეეხება დასანქცირებას, ამის შესახებ ინფორმაცია არც ჩემი და არც სხვა პირის შესახებ არ მოსულა ოფიციალურად, არც გაგვიგვია, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ საქართველოში აშშ-ის საელჩოში, სადაც ის შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური და მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს ურთიერთობა ყოველდღიურად გრძელდება. რაც შეეხება დასანქცირებას, ამის შესახებ ინფორმაცია არც ჩემი და არც სხვა პირის შესახებ ძალოვნებში არ მოსულა ოფიციალურად, არც გაგვიგია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას გარკვეული ტელევიზიები დარწმუნებით ავრცელებენ. როგორც ყოველთვის, მათი გარკვეული მიზანია პოლიციელების დისკრედიტაცია ამ მეთოდებით“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.