ჩვენი დასავლელი პარტნიორები გადადიან ქმედებებზე, რაც აშშ-ის მხრიდან სანქციებით იქნება გამოხატული - თეონა აქუბარდია
ჩვენი დასავლელი პარტნიორები გადადიან ქმედებებზე, რაც აშშ-ის მხრიდან სანქციებით იქნება გამოხატული, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც თვეების განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდნენ არ მიეღოთ კანონი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ მომავალს დაასრულებდა, დღეს გადადიან ქმედებაზე. ეს ქმედება აუცილებლად გამოხატული იქნება აშშ-ის მხრიდან სანქციებით. ამ ტიპის კანონით ევროპაში რომ ვერ შევდივართ, ეს ღიად გვითხრეს“, - აღნიშნა აქუბარდიამ.