თეგებით ძიება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჰააგის სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

CNN-ი აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სენატი სანქციების შრსახებ კანონპროექტს მიიღებს.

საკანონმდებლო ტექსტის თანახმად, სანქციები დაუწესდება იმ პირებს, რომლებიც „ჩართულნი არიან შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ნებისმიერი დაცული პირის მიმართ გამოძიების, დაპატიმრების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ძალისხმევაში“.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მიუღებელია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ითხოვს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრებას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა გასულ თვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, სხვა მაღალჩინოსნებისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა