თეგებით ძიება
08. 06. 2024 ვიდეო

როგორ დატოვა ირაკლი კობახიძემ თსუ-ს მიმდებარე ტერიტორია, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს? - კადრები ადგილიდან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა, თუმცა მას ცენტრალური შესასვლელიდან არ უსარგებლია.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ესკორტის ორი მანქანა უნივერსიტეტის წინ გაჩერდა, რამაც აქციის მონაწილეების ყურადღება მიიქცია, რა დროსაც, ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის საპარკინგე ზონაში შევიდა.

აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან უნივერსიტეტის ცენტრალური შესასვლელის წინ და ირაკლი კობახიძის გამოსვლას ელოდებიან. ასევე, ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის წევრები, რომლებიც უნივერსიტეტის შესასვლელთან არიან განლაგებულები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა