თეგებით ძიება

შვიდი წლის ბიჭმა ხუთი დღე ლომებით სავსე ტყეში გაატარა და ცოცხალი გადარჩა

ზიმბაბვეში შვიდი წლის ბიჭი ეროვნულ ტყე-პარკში დაიკარგა და ხუთი დღე ლომებთან ერთად გაატარა.  მაშველებმა ის ცოცხალი და სრულიად უვნებელი იპოვეს.

ტინოტენდა პუდუმ სახლი 27 დეკემბერს დატოვა და მატუსადონას ეროვნული ტყე-პარკისკენ გაემართა, სადაც 40-ზე მეტი ლომი, სპილო, ზებრა და ნიანგი ბინადრობს. როცა ბავშვმა სახლში დაბრუნება დააგვიანა, მის საძებნელად ადგილობრივები რეინჯერებთან და პოლიციელებთან ერთად გამოვიდნენ. 30 დეკემბერს მაშველებმა ბავშვის ნაკვალევი აღმოაჩინეს, 30 დეკემბერს კი თავად ტინოტენდაც იპოვეს.

მაშველების თქმით, ბავშვმა თავისი სოფლიდან იმ ადგილამდე, სადაც იპოვეს, დაახლოებით 50 კილომეტრი გაიარა. ხუთი დღის განმავლობაში ის ტყის ხილს ჭამდა, წყალს კი მდინარეში სვამდა. ტინოტენდუ სამედიცინო გამოკვლევისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება Sky News.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა