თეგებით ძიება

„ამათ გაფიცვას დავიჯერებ, აი ჭყონია კარგა ხნით რომ გაიფიცება მაშინ“ - რას წერს გიორგი გამსახურდია?

გიორგი გამსახურდია გაფიცვების კამპანიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„მთელი რადიკალური ოპოზიცია, თავისი განცხადებებით და საინფორმაციო საშუალებებით არის ფარსი, თეატრი და მავნებლური. თვითონ ქმნიან ვირტუალურ სამყაროს და მერე იქვე ცხოვრობენ. ჯანდაბას, იცხოვრონ, უბრალოდ სხვებს დაანებონ თავი. შესვენებაზე გადიან ეს ცრუპენტელები და გავიფიცეთო. საქმე არ აქვთ, 9 წლის მანძილზე, ხალხის ნაძარცვით ცხოვრობენ და ღამე რუსთაველზე გადიან საბირჟაოდ. ეს გაფიცვა, მაგარი გასართობი იპოვეს მოკლედ... კარგი გაერთეთ, ბერპაპა ჯოს მაინც დაანებეთ თავი, ასაკშია კაცი, ამდენს რომ აწერინებთ.

P.S. ამათ გაფიცვას დავიჯერებ, აი ჭყონია კარგა ხნით რომ გაიფიცება მაშინ. მაგრამ მერე მის მფლობელობაში არსებულ ვლადიკავკაზის კოკა-კოლის გამანაწილებელ საწყობს ვინ შეავსებს? მერე მაგათმა მომთრევმა რუსის ღორებმა, კოკა-კოლა როგორღა უნდა დალიონ?“, - წერს გიორგი გამსახურდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა