როდის არის აუცილებელი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია? - ქირურგი, რაბიოლოგი ბადრი ბაზაევი განმარტავს
როდის არის აუცილებელი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია? - საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი ლამაზონია“ თემაზე ქირურგი, რაბიოლოგი ბადრი ბაზაევი საუბრობს.
მნიშვნელობა აქვს არეალს, სადაც დაფიქსირდა ცოფის შემთხვევა, რრადგან იქ რისკები მეტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგან არხეინად უნდა ვიყოთ. ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ სხვაგანაც დაფიქსირდეს, რომ ზომეი მივიღოთ? ინფორმირებულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არ უნდა ველოდოთ, არ უნდა ვარკვიოთ სად არის კერა, ამის შესახებ ექიმები და ეპიდემიოლოგები არიან ინფორმირებული. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს და გადაწყდება რამდენად საჭიროა აცრის გაკეთება - განაცხადა ბადრი ბაზაევმა.