რიკოთი მიწისძვრის კუთხით ბომბია! და ესტაკადების ბოძები ძალიან წვრილი, ძლიერ მიწისძვრას რომ გაუძლოს! - თეა გოდოლაძე
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში დღეს, რიკოთზე მომხდა შემთხვევას ეხმიანება.
ბევრჯერ დავწერე, კიდევ დავწერ, რიკოთის ესტაკადებს აქვთ ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა. რამდენიმე კვლევა ვნახე(სამწუხაროდ ის დოკუმენტახია არ მაქვს), სადაც ეწერა, რომ ადგილზე გეოლოგიური სამუშაოები ვერ ჩატარდა მიუვალობის გამო. კაცმა არ იცის, მყარ გრუნტზეა დაფუძნებული ბოძები თუ არა. ერთი თავად აიღეს, გადაიხარა და იმიტომ. სეისმური კვლევა არ დევს. რიკოთი მიწისვრის კუთხით ბომბია! და ესტაკადების ბოძები ძალიან წვრილი, ძლიერ მიწისძვრას რომ გაუძლოს!
ახლა დაეწყვეთ ინფრასტრუქტურის და საგზაოს თანამშრომლები და მლანძღეთ. ჩიტებს ამბავი მოაქვთ გეთაყვა!- წერს თეა გოდოლაძე.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო.