"რიკოთზე მძიმე სიტუაციაა, მეწყრული პროცესი შეიძლება ნახევარ საათში განვითარდეს... არის არასწორი პროექტი, ნაჩქარევად გაკეთებული გზა, შეცდომები მშენებლობის დროს" - ნინო ჩხობაძე (ვიდეო)
„რიკოთს სჭირს ის, რაც მოსალოდნელი იყო: არასწორი პროექტი, ნაჩქარევად გაკეთებული გზა, შეცდომები მშენებლობისა და პროექტირების დროს, როცა არც პროფესიონალს მოუსმინეს, შედეგად მივიღეთ ის, რაც ვიხილეთ“ – ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.