ყველაფერს გავაკეთებ, რომ სადებიუტო გოლი გავიტანო ევროპის ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ - გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს ნაკრები ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე თურქეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
სადებიუტო მატჩის შესახებ ეროვნულ ნაკრებთან კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა.
"მოხარული ვარ აქ ყოფნით. ისტორია დავწერეთ და პირველად ვართ ევროპის ჩემპიონატზე. ველოდებით თურქეთთან თამაშს. ვიცით, როგორ თამაშობს მეტოქე და ვემზადებით პირველი მატჩის მოსაგებად და ჩემპიონატის კარგად დასაწყებად.
გოლების გატანა მიყვარს და მზად ვარ პირველი თამაშისთვის. მჯერა, რომ მექნება გოლის გატანის შანსი. ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თურქეთთან სადებიუტო გოლი გავიტანო ევროპის ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ“, - აცხადებს მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, თურქეთისა და საქართველოს მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში, 20:00 საათზე გაიმართება.