თეგებით ძიება

წერეთელი - ჰელსინკის კომისიის მოსმენა გამოააშკარავებს, თუ როგორ ხდება „აგენტების კანონის“ ჰიბრიდული ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება

ჰელსინკის კომისიის მოსმენა გამოააშკარავებს, თუ როგორ ხდება „აგენტების კანონის“ ჰიბრიდული ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება, - აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიაში 20 ივნისს ჩანიშნულ მოსმენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჰელსინკის კომისიაში 20 ივნისს არის კიდევ ერთი მოსმენა, რომელიც შეეხება იმ საკითხს, თუ როგორ ახდენენ რუსეთი და სხვა არადემოკრატიული რეჟიმები ჰიბრიდული ომის პირობებში სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი კანონების ინიცირებას.

„ამერიკის კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში უკვე ერთი განხილვა იყო, სადაც ძალიან ბევრი რამ ნათელი გახდა, მაგრამ 20 ივნისს არის კიდევ ერთი მოსმენა, რომელიც შეეხება იმ საკითხს, თუ როგორ ახდენენ რუსეთი და სხვა არადემოკრატიული რეჟიმები ჰიბრიდული ომის პირობებში სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი კანონების ინიცირებას.

ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას, თუ როგორ ორკესტრირებულად და მიზანმიმართულად ხდება ამგვარი კანონის ინიცირება, საზოგადოებაში დაძაბულობისა და პოლარიზაციის შეტანა, სამოქალაქო სექტორისა და მედიის დაშინება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა