თეგებით ძიება

მდინარაძე: ყველა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარამეტრით ვართ პირველადგილოსნები და ამ დროს საქართველოს გვიან ეხსნება მოლაპარაკებები

გამჭვირვალობის კანონი საქართველოს მიღებული არ ჰქონდა, მაგრამ უთხრეს, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა, თუმცა მომდევნო წელს, მიუხედავად ჩვენი პრინციპული, ამავე დროს სამართლიანი პოზიციისა, ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძის თქმით, წარსულის გამოცდილება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველო უსამართლოდ იჩაგრებოდა და მისთვის ყველაფერი გვიანდებოდა.

„ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან პროცესები იწყებოდა უფრო ადრე, ვიდრე საქართველოსთვის, შემდეგ ყველაფერს ვიღებდით მაინც და ხანდახან უფრო ადრეც კი. ასე ხდებოდა: ვიზა ლიბერალიზაციის შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში, ასოცირების შემთხვევაში და ასე მოხდა კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში, ასე მოხდება მოლაპარაკების დაწყების შემთხვევაშიც და ასე მოხდება ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაშიც. ჩვენთვის ყველაფერი იყო უფრო რთულად, ვიდრე სხვისთვის, ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. კანდიდატ სახელმწიფოებს ვუსწრებთ და ყველა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარამეტრით ვართ პირველ ადგილოსნები და ამ დროს საქართველოს გვიან ეხსნება მოლაპარაკებები, სხვაზე გვიან იღებს კანდიდატის სტატუსს - რატომ,?! იმიტომ რომ რაღაც ინტერესები არსებობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა