"პირობა პირობაა" - რატომ ვერ მოახერხა ანა დოლიძემ ლევან მურუსიძესთან ჩახუტება? (ვიდეო)
პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ პირობა დადო, რომ პორტუგალიასთან მოგებისა და მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს ჩაეხუტებოდა, თუმცა პირობის შესრულება ვერ შეძლო - მურუსიძე არც სააპელაციო სასამართლოში, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში დახვდა.
პირობა პირობაა. მივედი სააპელაციო სასამართლოში და არ იყო. ამ დროს იყო იუსტიციის საბჭოს სხდომა დანიშნული, წესით იქ უნდა ყოფილიყო, ამიტომ იქ მივვარდი, მაგრამ სხდომა გააუქმეს და იქ არავინ არ დამხვდა. გავიკითხე და გაგებები ვინც იცის იმ ხალხმა მითხრა, რომ თავანი ჩაბარებული არისო. მე რახან მივიტანე თავანი, ეს ჩაბარებულად ითვლება...
ერთ-ერთი წარმატება ისიც არის, რომ პორტუგალიასთან ვითამაშეთ, ესპანეთთან ვითამაშებთ. ძალიან მაგრად შეგვიძლია გუნდური მუშაობა და გამოგვდის. თავდადების გარდა მე აღმაფრთოვანებს ამ ბიჭების კეთილშობილება. მე რომელი ფეხბურთის გამრჩევი ვარ, რომ ბრიფინგებს ვუყურებ, მაგრამ ეს არის კეთილშობილი ხალხი. ბოღმით კი არ თამაშობენ, არამედ პატივისცემით. სიამოვნებას იღებენ და მადლიერებით თამაშობენ. ეს არის ძალიან მაგარი", - ამბობს ანა დოლიძე "დღის ამბების" ეთერში.