თეგებით ძიება
02. 07. 2024 სპორტი

მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ ჩვენი ქართველი ხალხი. ამბიციები გვაქვს, შეგვიძლია და რატომაც არა - ლაშა დვალი

ამბიციები გვაქვს, შეგვიძლია და რატომაც არა, - ასე უპასუხა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა ჟურნალისტის კითხვას, უნდა ელოდოს თუ არა ქართველი გულშემატკივარი ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

„იგრძნობოდა რწმენა, სჯეროდა ჩვენი გულშემატკივრებს და გვინდა, რომ გააგრძელონ ასე. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ ჩვენი ქართველი ხალხი. ამბიციები გვაქვს, შეგვიძლია და რატომაც არა“, - აღნიშნა დვალმა.

ნაკრები ევრო2024-ზე ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში გადავიდა, სადაც ესპანეთთან დამარცხდა. 

ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობით ქართველი გულშემატკივრის 30-წლიანი ოცნება აასრულა. 

ეროვნული ნაკრები ევრო2024-ზე დებიუტანტის სტატუსით ატარებდა მატჩს, თუმცა იმდენად შთამბეჭდავი და გუნდური თამაში აჩვენეს სპორტულ სამყაროს, რომ არ დარჩენილა მსოფლიო პრესა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე არ წერდეს. 

დღეს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი , 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე იკრიბება. სადაც, წარმატებულად ჩატარებული ჩემპიონატისთვის მადლობას გადაუხდის საფეხბურთო ნაკრებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა