თეგებით ძიება

გიორგი ლორიამ დინამო დატოვა და კარიერას და კვიპროსულ "ომონიაში" გააგრძელებს - Geo Team

დინამოსა და გიორგი ლორიას შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმება დღეს შედგა - ინფორმაციას Geo Team ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 38 წლის მეკარე კარიერას კვიპროსის უმაღლეს ლიგაში ახლადდაწინაურებულ გუნდში გააგრძელებს.

ლორია კვიპროსზე ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება. 2019-23 წლებში ქართველი მეკარე „ანორთოსისთვის" თამაშობდა, 127 შეხვედრიდან 42-ში კარი მშრალად შეინახა.

მას ასევე უთამაშია ბერძნულ ოფი-ში (2014-15), „კრილია სოვეტოვში" (2015-18), „ანჟისა” (2017-

18) და გერმანულ „მაგდებურგში” (2019). ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 78-დან 19

მატჩში გოლი არ გაუშვა.

ცნობილია, რომ დინამო თბილისში ევროტურნირების წინ დაბრუნდნენ მცველი საბა ხვადაგიანი და თავდამსხმელი დავით სხირტლაძე.

დინამო თბილისი ახალ მეკარეს არ დაიმატებს. გუნდი ნდობას 20 წლის მეკარეს, მიხეილ მაქაცარიას უცხადებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა