თეგებით ძიება
07. 07. 2024 სპორტი

ალბათ არც ერთ ფეხბურთელს არ დაუღვრია ევროპის ჩემპიონატზე იმდენი ცრემლი, რამდენიც რონალდუს - skysports

"ალ­ბათ არც ერთ ფეხ­ბურ­თელს არ და­უღვრია ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იმ­დე­ნი ცრემ­ლი, რამ­დე­ნიც რო­ნალ­დოს" - წერს skysports-ი და კრის­ტი­ა­ნო რო­ნალ­დოს შე­სა­ხებ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნეს.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში საფ­რან­გეთ­მა პორ­ტუ­გა­ლია და­ა­მარ­ცხა.

მატ­ჩის ძი­რი­თა­დი და და­მა­ტე­ბი­თი ტა­ი­მე­ბი უგო­ლოდ დას­რულ­და და საქ­მე პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ამ­დე მი­ვი­და, რო­მელ­შიც დი­დიე დე­შა­მის გუნ­დი უფრო ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა - 5-3.

საფ­რან­გე­თის მხრი­დან უს­მან დემ­ბე­ლემ, იუ­სუფ ფო­ფა­ნამ, ჟიულ კუნ­დემ, ბრედ­ლი ბარ­კო­ლამ და ტეო ერ­ნან­დეს­მა გა­ი­ტა­ნეს, პორ­ტუ­გა­ლი­ელ­თა რი­გე­ბი­დან კი - კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუმ, ბერ­ნარ­დუ სილ­ვამ და ნუნუ მენ­დეშ­მა.

"რო­ნალ­დუს პერ­სო­ნა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნულს შე­ად­გენ­და. მა­შინ რა­ტომ აირ­ჩი­ეს 39 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი საფ­რან­გე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სა­თა­მა­შოდ, როცა პორ­ტუ­გა­ლი­ას სხვა ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც ჰყავს? არც დი­ო­გო ჯოტა და არც გონ­კა­ლო რა­მო­სი მო­ე­დან­ზე არ გა­სუ­ლან. ბრუ­ნო ფერ­ნან­დე­ში შეც­ვა­ლეს, მაგ­რამ არა რო­ნალ­დუ.

კი­დევ უფრო სა­გან­გა­შო ის არის, რომ პორ­ტუ­გა­ლი­ას ბოლო სამ მატჩში გოლი არ გა­უ­ტა­ნია. სა­ქარ­თვე­ლოს­თან 2-0 მარ­ცხს, ჯერ სლო­ვე­ნია, შემ­დეგ კი საფ­რან­გე­თი მოჰ­ყვა" - წერს გა­მო­ცე­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა