თეგებით ძიება

მელია - რუსული ოლიგარქიული რეჟიმი ოპოზიციის საერთო გამოწვევაა, საზოგადოების დაკვეთა კი არის, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველს რამდენიმე არჩევანი ჰქონდეს

ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არა უბრალოდ ცვლილებისთვის, არამედ გვინდა, ქვეყანა რეალურად, ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ხალხის გახდეს, - ამის შესახებ „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პარტიებთან - „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ გაერთიანების შესახებ ისაუბრეს.

მელიას თქმით, რუსული ოლიგარქიული რეჟიმი ოპოზიციის საერთო გამოწვევაა, საზოგადოების დაკვეთა კი არის, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველს რამდენიმე არჩევანი ჰქონდეს.

„ამ პროცესში, რომელშიც განსაკუთრებით უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ვიმყოფებით, გვეკისრება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს ქვეყანა ევროპული განვითარების გზას დაუბრუნდეს და ვინ თუ არა პოლიტიკოსებმა, ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით უნდა აიღონ თავიანთ თავზე. ეს მიმდინარე წელი არჩევნებზე გადის. გადის, უპირველესად, ქართველი ხალხის არჩევანზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთი მხრივ, ამომრჩეველს, ოპოზიციურად განწყობილს, ჰქონოდა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, მაგრამ კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ არცერთი ხმა არ დაკარგულიყო და ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ადვილი პროცესი არ იყო, ვქმნით საარჩევნო სუბიექტს და ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. არა უბრალოდ ცვლილებისთვის, არამედ, გვინდა რეალურად, ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ხალხის გახდეს. ქართველი ხალხი იყოს ჩართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესში და ჰქონდეთ თანასაკუთრებით, თანამონაწილეობის განცდა ამ პროცესში. ვფიქრობ, ეს საარჩევნო სუბიექტი ქართველ ხალხს გულწრფელ არჩევანს შესთავაზებს. წარმატებას ვუსურვებ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დაჯგუფდებიან რამდენიმე პოლიტიკურ პლატფორმაზე. ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული ოლიგარქიული რეჟიმი. ეს არის ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველს, რამდენიმე არჩევანი მაინც ჰქონოდა ოპოზიციურ ველზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ. ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ პარტიებს შორის მოლაპარაკებები “ხანგრძლივი და რთული” იყო, ახლა კი ისინი ერთიან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა