თეგებით ძიება

ზურაბიშვილი მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს.  საქართველოს პრეზიდენტი მილოცვის ტექსტს X - ზე ავრცელებს. 

„გილოცავთ, ხელახლა არჩევას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისადმი მათი მტკიცე არჩევანის მიმართ. მოუთმენლად ველი შემდგომ თანამშრომლობას!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე.

562 ხმით ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა