თეგებით ძიება
26. 07. 2024 სპორტი

ერთწლიანი იჯარა კიევის "დინამოდან", გამოსყიდვის უფლების გარეშე - გიორგი წიტაიშვილი ოფიციალურად "გრანადაში" ითამაშებს

გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოდან" "გრანადაში" ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა.

როგორც UA Football-ი წერს, კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება შეტანილი არ არის.

გასულ სეზონში "გრანადამ" ლა ლიგაში მე-20 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ლა ლიგა 2-ში იასპარეზებს.

წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ბათუმის "დინამოში" გაატარა, სადაც 19 მატჩში 1 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა