ცნობილია მიზეზი, რის გამოც მიქაუტაძე 69-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რა გამოხმაურება მოჰყვა მის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში?
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე ლიონში გადავიდა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა.
მიქაუტაძე ლიონში ფორვარდისთვის უჩვეულო, 69-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რიცხვი 69 ქალაქ ლიონის საქალაქო კოდია, ეს ნომერი კი ქალაქისა და კლუბის პატივისცემის გამოხატვის ნიშნია გიორგის მხრიდან.
"ეხლა იტყვის მიყვარს მიყვარს 69
უყვარს ინტიმი" - წერენ კომენტარებში.
მიქაუტაძე ლიონში დაიბადა და საფეხბურთო კარიერის პირველი ნაბიჯებიც ამ გუნდში გადადგა.
ევრო 2024-ის მიმდინარეობისას, ონალიან მედია geo team-მა მიქაუტაძის დედის ინტერვიუს გაავრელა, საიდან გაირკვა, რომ გიორგი კლუბ ლიონში თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე გააფორმა.
გიორგის ახალი მაისურა უკვე იყიდება ლიონის ოფიციალურ მაღაზიაში და ის 123 ევრო ღირს.
ევრო 2024-ის "ოქროს ბუცის" თანა-მფლობელი 18.5 მილიონ ევროდ გადავიდა მეციდან ლიონში, რასაც ბონუსებად შესაძლოა, კიდევ 4.5 მილიონი დაემატოს. ეს ტრანსფერი რეკორდულია ქართული ფეხბურთისთვის.აქამდე, ყველაზე დიდი თანხა ქართველ ფეხბურტელზში 2001 წელს გადაიხადეს, როცა კახა კალაძე კიევის "დინამოდან" "მილანში" გადავიდა.
ლიონის მთავარი მეტოქე საფრანგეთში სენტ ეტიენია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ზურიკო დავითაშვილი შეუერთდა. ამ გუნდებს შორის მატჩი მომდევნო სეზონში 10 ნოემბერსა და 20 აპრილს შედგება.